---
title: "მუხლი 41. მოსამსახურის თანამდებობიდან / სამსახურიდან გათავისუფლების / დათხოვნის საფუძვლები — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/41"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "41"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 41. მოსამსახურის თანამდებობიდან / სამსახურიდან გათავისუფლების / დათხოვნის საფუძვლები — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/41

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ);
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო;
ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ზ) სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისიის დასკვნის შესაბამისად, აგრეთვე ამ წესის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან 62 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ი) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ წესის 63 1 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ლ) გარდაცვალების გამო;
მ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ნ) შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მიღების გამო;
ო) ატესტაციისას უარყოფითი შედეგების გამო (გარდა გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა);
პ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ჟ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;
რ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:
ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.

4. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება:
ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში;
გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო.

5. მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 8 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 08.05.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/42.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
