---
title: "მუხლი 5. საშტატო ნუსხა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/5"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "5"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. საშტატო ნუსხა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/5

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ამავე სამსახურისა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხების ერთობლიობით.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან (შემდგომში – სამსახურის უფროსი) შეთანხმებით.

3. საშტატო ნუსხით განისაზღვრება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4. მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს:
ა) მოსამსახურეებისათვის (გარდა სააგენტოს მოსამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სამსახურის უფროსი;
ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისათვის (გარდა სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) - სააგენტოს უფროსი.

5. სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის საფუძველზე მოსამსახურეების კონკრეტული/პერსონალური ფუნქცია-მოვალეობები სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.
თავი II
მოსამსახურის სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/6.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
