---
title: "მუხლი 67. თადარიგის მოწმობა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/67"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "67"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 67. თადარიგის მოწმობა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/67

1. მიუხედავად მისი სტრუქტურული დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან სააგენტოს წარდგინების საფუძველზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2016 წლის პირველი სექტემბრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად, ეძლევა თადარიგის მოწმობა, სადაც სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „თადარიგის“.

2. თადარიგის მოწმობა არ გაიცემა პირზე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ იქნა დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო ან რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 10.02.2022წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/66-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/68.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
