---
title: "მუხლი 1 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/1"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/1

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში გამოყენებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოებზე. მათი გამოყენების წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად დგინდება საქართველოს ორგანული კანონით.

3. ამ კანონის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/2.md
