---
title: "მუხლი 2 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/2"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო − საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო:
ბ.ა) საჯარო დაწესებულების (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) ემბლემა;
ბ.ბ) საჯარო დაწესებულების დროშა, დროშების ერთობლიობა;
ბ.გ) საჯარო დაწესებულების დროშებისა და სიმბოლოების ერთობლიობა;
ბ.დ) ინსიგნია;
ბ.ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდო;
ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი; საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი;
ბ.ზ) მუნიციპალიტეტის გერბი, მუნიციპალიტეტის დროშა;
ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი;
ბ.ი) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
ბ.კ) საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო;
ბ.ლ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო;
გ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება:
გ.ა) სამხედრო აღლუმი;
გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება;
გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, საერთაშორისო, სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს;
დ) ემბლემა – საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით;
ე) ინსიგნია − საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი, კვერთხი;
ვ) დროშების ერთობლიობა − დროშები, რომლებითაც სიმბოლურად გადმოიცემა საჯარო დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან ამ საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულება;
ზ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო − ორდენი, მედალი, რომლებიც განისაზღვრება კანონით;
თ) უწყებრივი ჯილდო − მედალი, მედალიონი, სამკერდე ნიშანი, სიგელი, დიპლომი, რომლებიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით;
ი) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3507 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №814 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი II
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცება, აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/3.md
