---
title: "მუხლი 7 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/7"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/7

1. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტს უგზავნის დეპარტამენტს. დეპარტამენტი ამ ნორმატიულ აქტს 3 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

2. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ამ ნორმატიული აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8.md
