---
title: "მუხლი 8¹ — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8-1"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "8^1"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹ — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 8¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8-1

1. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია იმართება მის მიერ თანამდებობის დაკავების წინ, მისი არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

2. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, აგრეთვე ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. აღნიშნული ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები ფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4367 – ვებგვერდი, 10.07.2024წ.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/9.md
