---
title: "მუხლი 8 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8

1. დაუშვებელია დადგენილი წესით დეპარტამენტთან შეთანხმებული და საჯარო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, აგრეთვე დაზიანებული, სახეცვლილი (შესაბამისი ნიმუშისგან განსხვავებული) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახვა, აღმართვა, გამოფენა.

2. დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო ჩამოიხსნება და აღარ აღიმართება, აღარ გამოიფინება, აღარ გამოისახება.

3. საჯარო დაწესებულების დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს განადგურების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს განადგურების წესს შეიმუშავებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
თავი II
1
სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4367 – ვებგვერდი, 10.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8-1.md
