---
title: "მუხლი 9 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/9"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/9

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსი, 2027 წლის 1 ივნისამდე ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილების საჭიროების შემთხვევაში იგი ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1166 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3321 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4178 – ვებგვერდი, 20.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №567 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/10.md
