---
title: "მუხლი 14. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/14"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "14"
identifier: "4283-IIს"
adopted: "2019-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/14

სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:
ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;
ბ) საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;
გ) მძიმე უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;
დ) ფატალური უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;
ე) მასობრივი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის, 1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/15.md
