---
title: "მუხლი 17. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/17"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "17"
identifier: "4283-IIს"
adopted: "2019-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/17

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/18.md
