---
title: "მუხლი 19. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/19"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "19"
identifier: "4283-IIს"
adopted: "2019-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/19

1. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისათვის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების წარუდგენლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

4. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის გარეშე განხორციელება არ ათავისუფლებს პირს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/20.md
