---
title: "მუხლი 20. ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/20"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "20"
identifier: "4283-IIს"
adopted: "2019-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/20

1. ამ კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა −
გამოიწვევს:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით;
ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7179 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/21.md
