---
title: "მუხლი 24. გარდამავალი დებულებები — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/24"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "24"
identifier: "4283-IIს"
adopted: "2019-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. გარდამავალი დებულებები — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/24

1. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.

2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დამსაქმებელი“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „
საქართველოს შრომის კოდექსი
“ გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა პირთა გაერთიანებას, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დასაქმებული“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „
საქართველოს შრომის კოდექსი
“ გათვალისწინებულ ფიზიკურ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

3. 2019 წლის 1 სექტემბრამდე:
ა) ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება „
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის
მე-2 პუნქტის მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება:
ა.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ა.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;
ა.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დროს;
ბ) შერჩევითი კონტროლით გათვალისწინებული დამსაქმებელთა ნუსხა საჯარო ინფორმაცია არ არის;
გ) შერჩევითი კონტროლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4486188-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/25.md
