---
title: "მუხლი 1 — დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4508064-dedakalakis-miwatsargeblobis-generaluri-gegmis-damtkitsebis-shesakheb/1"
law: "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "39-18"
adopted: "2019-03-15"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1 — დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4508064-dedakalakis-miwatsargeblobis-generaluri-gegmis-damtkitsebis-shesakheb/1

დამტკიცდეს:
ა) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა“ (
დანართი №1
) მისი შემადგენელი შემდეგი ნაწილებით:
ა.ა) თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რუკა (დანართი №1.1);
ა.ბ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელების რუკა (დანართი №1.2);
ა.გ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელების რუკა (დანართი №1.3);
ა.დ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის ძირითადი ქსელების რუკა (დანართი №1.4);
ა.ე) თბილისის ინტერნეტ ქსელი (დანართი №1.5);
ა.ვ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სადრენაჟო ინფრასტრუქტურის რუკა (დანართი №1.6);
ა.ზ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების ინფრასტრუქტურის რუკა (დანართი №1.7);
ა.თ) თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8);
ა.ი) საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკა (დანართი №1.9);
ა.კ) თბილისის ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების რუკა (დანართი №1.10);
ა.ლ) თბილისის შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა (დანართი №1.11);
ბ) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი“ (დანართი №2);
გ) „საბალანსო მაჩვენებელთა ცვლილების აღწერა-დასაბუთება“ (დანართი №3);
დ) „შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არელების პროგრამა“ (დანართი №4);
ე) „სამოქმედო გეგმა“ (დანართი №5);
ვ) „რეკომენდაციები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის“ (დანართი №6);

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4508064-dedakalakis-miwatsargeblobis-generaluri-gegmis-damtkitsebis-shesakheb/2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
