---
title: "მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/10"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "10"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 10 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/10

1. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირები არიან:
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომიტეტის თავმჯდომარე;
დ) ფრაქციის თავმჯდომარე;
ე) დროებითი კომისიის თავმჯდომარე;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ზ) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

2. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ 1 თანამდებობაზე, გარდა ფრაქციასა და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა. შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა იწვევს მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11.md
