---
title: "მუხლი 102. უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/102"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "102"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 102. უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 102 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/102

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კანონი, უმაღლესი საბჭოს დადგენილება, უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია, მიმართვა და განცხადება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, კანონის, უმაღლესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/101.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/103.md
