---
title: "მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/12"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "12"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/12

1. უმაღლესი საბჭოს წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.

2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმაღლესი საბჭოს წევრის სამსახურებრივი საჭიროებისათვის გადაადგილებას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭო.

3. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/13.md
