---
title: "მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/124"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "124"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 124 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/124

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 121-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული დებულებებისა) დადგენილი წესით საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის დასკვნების მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2. გამოსვლების დასრულების შემდეგ, მომხსენებელს უფლება აქვს გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით არაუმეტეს 15 წუთისა, რომლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დააყენოს კენჭისყრაზე თუ სხდომის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

3. უმაღლესი საბჭო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია აღნიშნული კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.
თავი XIII
უმაღლესი საბჭოს საგარეო ურთიერთობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/125.md
