---
title: "მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/125"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "125"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 125 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/125

1. უმაღლეს საბჭოს აქვს ოფიციალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების წარმომადგენელობით ორგანოებთან. აღნიშნულ ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. საზღვარგარეთის ქვეყნებში უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი მოადგილე ან უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს სახელით საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლობით ორგანოებთან დადოს შეთანხმებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 მაისის რეგლამენტი №72-IIს - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
თავი XIV
უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/126.md
