---
title: "მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/128"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "128"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 128 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/128

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ. ანგარიში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენისთანავე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს. ანგარიში ასევე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

2. მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მისი განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/129.md
