---
title: "მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/131"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "131"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 131 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/131

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის დაუყოვნებლივ გაგზავნას ფრაქციებისათვის, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. იგი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ, თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით დადგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/131-1.md
