---
title: "მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/139"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "139"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 139 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/139

1. უმაღლეს საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. სავალდებულოა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა საკითხის დასმასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი კონსტიტუციური სარჩელი და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/140.md
