---
title: "მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/14"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "14"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 14 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/14

1. უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილ საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხაში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცემა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/15.md
