---
title: "მუხლი 140. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/140"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "140"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 140. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 140 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/140

1. უმაღლესი საბჭოს წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).

2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტი, უმაღლესი საბჭოს სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს 1 თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. დაინტერესებულ პირთა წერილობით კომუნიკაციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ინსტრუქცია მტკიცდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციასთან წერილობითი კომუნიკაციების შესაბამისობას ამოწმებს და შესაბამის რეაგირებას ახდენს უმაღლესი საბჭოს აპარატი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/139.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/140-1.md
