---
title: "მუხლი 142. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/142"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "142"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 142 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/142

1. უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხს, როგორც წესი, განიხილავს შესაბამისი კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. უმაღლესი საბჭოს ბიურო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს.

3. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის კანდიდატურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია, ასევე წარდგეს კომიტეტის წინაშე.

4. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას კანდიდატთან დაკავშირებით. კომიტეტის დასკვნა წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/143.md
