---
title: "მუხლი 146. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/146"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "146"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 146. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 146 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/146

1. უმაღლესი საბჭოს აპარატი ახორციელებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მართვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/145.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/147.md
