---
title: "მუხლი 148. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/148"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "148"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 148 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/148

1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატები და ბუღალტერია.

2. უმაღლესი საბჭოს სუბიექტებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უმაღლეს საბჭოში საქმიანობას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო, ფრაქციების აპარატები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/149.md
