---
title: "მუხლი 156. გარდამავალი დებულებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/156"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "156"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 156. გარდამავალი დებულებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 156 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/156

1. უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

2. რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე, უმაღლესი საბჭოს წევრის და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხით და დგინდება არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.

3. რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგენა და არჩევა ხდება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას იძენს ამ რეგლამენტის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მდივანი.

5. რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-6 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხი განისაზღვრება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

6. (ამოღებულია - 11.12.2025, №50-Iს).
ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/155.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/157.md
