---
title: "მუხლი 16. მუნიციპალიტეტის დელეგატის წარმომადგენელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/16"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "16"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. მუნიციპალიტეტის დელეგატის წარმომადგენელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/16

1. მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი იმავე კანონის დანართით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტში, რომლის დელეგატად მიიჩნევა იგი.

2. თუ მუნიციპალიტეტის დელეგატს ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ უმაღლეს საბჭოში შექმნილი ფრაქცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის რეგლამენტი №64-IIს - ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/17.md
