---
title: "მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/17"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "17"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/17

1. უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად.

2. უმაღლესმა საბჭომ, მისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა, შესაძლებელია, კანონშემოქმედებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, უზრუნველყონ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების მონაწილეობა უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში.
თავი III
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/18.md
