---
title: "მუხლი 19¹. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/19-1"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "19^1"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 19¹ (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/19-1

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის მომზადებას. ანგარიში და სამოქმედო გეგმა ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

2. უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი თვის მორიგ პლენარულ სხდომაზე ისმენს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას, რომელსაც უმაღლეს საბჭოს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს ერთობლივად, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/20.md
