---
title: "მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრინციპები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/2"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "2"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრინციპები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 2 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/2

1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;
ბ) მრავალპარტიულობა;
გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
დ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;
ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;
ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა;
ზ) საჯაროობა;
თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

2. უმაღლესი საბჭო მუშაობს ქართულ ენაზე.

3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით:
ა) უმაღლესი საბჭოს პლენარული/რიგგარეშე და ბიუროს სხდომების/სესიების შესახებ ინფორმაცია, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სხდომის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, ასევე უნდა მიეთითოს სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) დაუშვებელია, უმაღლესი საბჭოს შენობაში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ, ბიუროს და კომიტეტების სხდომებზე მედიის წარმომადგენლების დაშვების შეზღუდვა, გარდა სხდომების ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დახურვისა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/3.md
