---
title: "მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/20"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "20"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/20

1. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.

2. ხაზინადართა საბჭო არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოში წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/21.md
