---
title: "მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/22"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "22"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/22

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტის უხუცესი თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/23.md
