---
title: "მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/24"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "24"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/24

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, რეგლამენტის 21-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს სესიაზე საკითხის დაწყებიდან 15 დღის ვადაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.
თავი IV
უმაღლესი საბჭოს ბიურო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/25.md
