---
title: "მუხლი 27. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/27"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "27"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 27 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/27

1. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. უმაღლეს საბჭოს შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერი დანიშნულებისამებრ იგზავნება.
თავი V
უმაღლესი საბჭოს კომიტეტები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/28.md
