---
title: "მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/37"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "37"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 37 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/37

1. კომიტეტის თავმჯდომარე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს უმაღლეს საბჭოში, მის გარეთ და შესაბამის ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომის ოქმებს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
დ 1 ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ე) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს;
ვ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
ზ) ახორციელებს რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კომიტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

4. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი №49-Iს - ვებგვერდი, 20.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/38.md
