---
title: "მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/38"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "38"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 38 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/38

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის ამზადებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებსა და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს;
გ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს;
დ) აკონტროლებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;
ე) ახორციელებს კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;
ვ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
ზ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ზ 1 ) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს მას უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე;
თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.

4. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39.md
