---
title: "მუხლი 39. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "39"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39

1. კომიტეტი აკონტროლებს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში, უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინოს უმაღლესმა საბჭომ. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადებისთვის. საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენისთვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს:
ა) უმაღლესი საბჭოს შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ნორმატიულ აქტში სათანადო ცვლილების შეტანის დავალება შესაბამისი კომიტეტისათვის;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/40.md
