---
title: "მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/4"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "4"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 4 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/4

1. უმაღლეს საბჭოში დაწესებულია შემდეგი ჯილდოები:
ა) უმაღლესი საბჭოს ორდენი;
ბ) უმაღლესი საბჭოს მედალი;
გ) უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი.

2. უმაღლესი საბჭოს ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, უმაღლესი საბჭოს, როგორც ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

3. უმაღლესი საბჭოს მედლით ჯილდოვდება უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

4. უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლეს საბჭოში არანაკლებ 20-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის.

5. უმაღლესი საბჭოს ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო უმაღლესი საბჭოს მედლით ან უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6. უმაღლესი საბჭოს ორდენით, უმაღლესი საბჭოს მედლითა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ორდენის, უმაღლესი საბჭოს მედლისა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/5.md
