---
title: "მუხლი 40. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/40"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "40"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/40

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას.

2. კომიტეტი, მის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში, ამოწმებს უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს:
ა) შესაბამისი კომიტეტის შეფასება კანონქვემდებარე აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/41.md
