---
title: "მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/47"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "47"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 47 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/47

1. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისადმი მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი.

2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი.
თავი VI
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/48.md
