---
title: "მუხლი 5. ვადების ათვლის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/5"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "5"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ვადების ათვლის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/5

1. ვადები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.

2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ამ რეგლამენტის X თავით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადისა. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ამ რეგლამენტის X თავით განსაზღვრული ვადების დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ.
თავი II
უმაღლესი საბჭოს წევრი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/6.md
