---
title: "მუხლი 51. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/51"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "51"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 51 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/51

1. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, გარდა კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს უმაღლესი საბჭოს ორგანოში ან უმაღლესი საბჭოს თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გარიცხვის ან გასვლის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატურა.

3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს ეს ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/52.md
