---
title: "მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/60"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "60"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 60 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/60

1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც აცნობებს უმაღლეს საბჭოს.

3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.

4. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი წევრის კანდიდატურა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/61.md
