---
title: "მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/62"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "62"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/62

1. დროებითი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

2. დროებით კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას შესაბამის პირს, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები.

4. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 2 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს არა ოპოზიციის წარმომადგენელი.

5. დროებით კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/63.md
