---
title: "მუხლი 67¹. ღია მმართველობის საბჭო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/67-1"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "67^1"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67¹. ღია მმართველობის საბჭო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 67¹ (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/67-1

1. ღია მმართველობის საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით უმაღლესი საბჭოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭოს სისტემური და კოორდინირებული მუშაობა.

2. ღია მმართველობის საბჭოს დებულება და შემადგენლობა მტკიცდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით. ღია მმართველობის საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია მმართველობის საბჭო.

3. ღია მმართველობის საბჭოს დებულებით განისაზღვრება საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი მუშაობის ორგანიზაციული საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხები.

4. ღია მმართველობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ღია მმართველობის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

5. ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 30 აპრილის რეგლამენტი №113-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 04.05.2020წ.
თავი IX
უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/68.md
