---
title: "მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/69"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "69"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 69 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/69

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/უმაღლეს საბჭოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში/ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა.

2. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომის მიმდინარეობაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.

3. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს.

4. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

5. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

6. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე გამოსვლის უფლებით, გარდა უმაღლესი საბჭოს წევრებისა, სარგებლობენ სხვა პირებიც, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/69-1.md
