---
title: "მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/70"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "70"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 70 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/70

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში (შემდგომში – სხდომათა დარბაზი) სხდომის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს სხდომის თავმჯდომარე.

2. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის.

3. სხდომის პრეზიდიუმთან განთავსებულია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

4. სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოს წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.

5. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების წარმომადგენლებისათვის, უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელი პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის.

6. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული.

7. უმაღლესი საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოების წარმომადგენლები.

8. უმაღლესი საბჭოს შენობაში შეიძლება ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები და დაჯილდოების პროცედურები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/69-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/71.md
